"შავი ყუთის" გამომგონებელი გარდაიცვალა

"შავი ყუთის" გამომგონებელი გარდაიცვალა

ავსტრალიელი ინჟინერი დევიდ უორენი, რომელმაც საბორტო თვითჩამწერი "შავი ყუთი" გამოიგონა, 19 ივლისს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დევიდ უორენი 1925 წელს, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიბადა. როცა "შავი ყუთის" მომავალ გამომგონებელს 9 წელი შეუსრულდა, ავიაკატასტროფაში მამა დაეღუპა.

1952 წელს უორენმა მელბურნის აერონავტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. საბორტო თვითჩამწერის შექმნის იდეა მკვლევარს 1953 წელს გაუჩნდა, როდესაც სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად პირველი კომერციული სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავის Comet-ის კატასტროფის მიზეზებს იკვლევდა.

"შავი ყუთის" პირველი პროტოტიპი უორენმა 1956 წელს წარმოადგინა. თავდაპირველად ავიაკომპანიებმა მის გამოგონებას ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა 1960 წლიდან ავსტრალიის ხელისუფლებამ ყველა სამოქალაქო თვითმფრინავში "შავი ყუთის" დამონტაჟება სავალდებულო გახადა. სულ მალე ავსტრალიის მაგალითი სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს და დღეს ის მსოფლიოს ყველა სამგზავრო თვითმფრინავის აუცილებელი ატრიბუტია.

2002 წელს დევიდ უორენს ავსტრალიის ორდენი - ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს. 2007 წელს კი "თანამედროვეობის 100 გენიოსის" სიაში მოხვდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა