ავტორი:

22-25 აგვისტოს, ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს "Echowaves"-ს უმასპინძლებს

22-25 აგვისტოს, ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს "Echowaves"-ს უმასპინძლებს

ფესტივალისთვის მზადების ეტაპი უკვე დაწყებულია. როგორც ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ფესტივალის ორგანზიატორებმა განუცხადეს, ამჟამად ტერიტორიაზე სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, წელს ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და ჯამში, 8 მოქმედ სცენას ვიხილავთ.

"რაც ყველაზე მთავარია ფესტივალზე იქნება განსხვავებული მუსიკალური ჟღერადობის ძალიან ბევრი სცენა, ამდენი სცენა და მუსიკის ასეთი ფართო არჩევანი ანაკლიაში არასდროს ყოფილა. გველოდება განსაკუთრად ლამაზი ინსტალაციები, რომლებიც სასიამოვნოდ გააოცებს ჩამოსულ სტუმრებს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ვაშენებთ ბარებს, კაფეებს, სცენებს ვიწყებთ ფესტივალის ტერიტორიის გაფორმებას და შელამაზებას.

ასევე ველოდებით მთავარი სცენის ჩამოსვლას, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა და დავიწყებთ აპარატურის გამართვას" - აცხადებენ ორგანიზატორები.

დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. ღამით კი, მათთვის 8 განსხვავებულ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი წარსდგება. საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ "კარვების ქალაქის" მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრებს განთავსების საშუალება ექნებათ.

"Eastern European Music Management" ჯგუფის დამფუძნებლისა და Anaklia entertaiment group- ის ხელმძღვანელის, ბრანკო კოსტადინოვის თქმით, ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ 4 დღის განმავლობაში ფესტივალზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაერთოს და თავი ბედნიერად იგრძნოს.

"Echowaves" იმართება "EXIT"-ის ქოლგის ქვეშ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მათი იდეები დაედო.

საქართველოში ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს Check-In-Georgia წარმოადგენს.

"გასულ წელს "Echowaves"-ს საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მედიაში. რაც შეეხება ციფრებს, სტატისტიკის თანახმად სახელმწიფოს ბიუჯეტში ფესტივალის მეშვეობით 8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.

ფესტივალებზე ათასობით და ათიათასობით ადამიანი იკრიბება და ამიტომ, ორგანიზატორებს მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, უსაფრთხო გარემოს შექმნაზეც აქვთ პასუხისმგებლობა. ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ვიწრო პროფილით მუშაობენ და ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო გართობაში ეხმარებიან.

წელს პირველად, ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება. ამისთვის Echowaves-ზე ორგანიზაციები Mandala და Safewaves - იმუშავებენ, რომლებიც ნარკოტიკისა და ალკოჰოლისგან მიყენებული ზიანის შემცირებას უზრუნველყოფენ და შესაბამისად, სტუმრები ფესტივალის ტერიტორიაზე სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობენ" - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობილია ფესტივალის შემსრულებლების სიაც, რომელსაც კიდეც რამდენიმე ცნობილი სახელი დაემატება:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE / DJ TENNIS

KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT / GIORGIA ANGIULI live BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live

ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS

BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NU / 박혜진 PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU

ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA' / SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE TICON / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO

ACIDWAVE / ADDITIVV / ASPITH / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE DARIA ZET / DIMITREE / DJ FLIP / DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL

ELLARGE / ENDORPHINS / FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / INFEST / JD J / KASSRA KATANA / L8 / MARCUSS MOZZY / NOXIRON / OBRI & ZEN / OOGWAY / RAMJIN

SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / STIMMHALT / TEOM TOMMA / VAKHO / ZURKIN

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება