ავტორი:

ცნობილმა უკრაინულმა ჯგუფმა Quest Pistols Show-მ ყაზგებში კლიპი გადაიღო

ცნობილმა უკრაინულმა ჯგუფმა Quest Pistols Show-მ ყაზგებში კლიპი გადაიღო

ცნობილმა უკრაინულმა პოპ-როკ ჯგუფმა Quest Pistols Show-მ საქართველოში კლიპი გადაიღო.

გადაღებები ცოტა ხნის წინ ყაზბეგში გაიმართა. კლიპის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, რომელმაც AMBEBI.Ge-ს გადაღების დეტალები ესკლუზიურად გაუმხილა:

"ჯგუფის წევრებმა გადაწყვეტილება საქართველოში კლიპის გადაღების შესახებ თავად მიიღეს. აარჩიეს ყაზბეგი, სოფელ სნოს მიმდებარე ტერიტორია. ამ ადგილას ვერტმფრენის გარეშე ახვლა წარმოუდგენელია, მთელი ტექნიკა ავიტანეთ ვერტმფრენით და ერთ დღეში გადავიღეთ ყველაფერი.

პროცესში მხარს გვიჭერდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კლიპი მალე გამოვა და Quest Pistols Show-ს წევრები ყველგან მიუთითებენ იმას, რომ ის საქართველოშია გადაღებული. აქაურობით მოხიბლულები არიან და ამბობენ, რომ ყველას მოუყვებიან საქართველოს შესახებ" - ყვება გიორგი კიკალეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ჯგუფს საქართველოში კიდევ ერთი კლიპის გადაღება აქვს დაგეგმილი - ამჯერად, ისინი ბათუმს ესტუმრებიან.

Quest Pistols Show უკრაინული პოპ-როკ ჯგუფია, რომელიც 2007 წელს დაარსდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს