ავტორი:

"ფეიენორდთან" მატჩი "დინამო არენაზე" გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის - უეფამ თბილისის "დინამოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

"ფეიენორდთან" მატჩი "დინამო არენაზე" გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის - უეფამ თბილისის "დინამოს" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

უეფამ არ დააკმაყოფილა თბილისის "დინამოს" მოთხოვნა და როტერდამის "ფეიენორდთან" მატჩი "დინამო არენაზე" გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის "დინამო" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, უეფას ეთიკისა და დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა. კერძოდ, უეფას გადაწყვეტილებით, „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. ამასთან, უეფამ "დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფას ცნობით, სანქციების მიზეზი აზერბაიჯანული "გაბალასთან" მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია.

"დინამომ" უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი