ავტორი:

"ამოარჩევს ადამიანებს, რომლებსაც სცენაზე აცეკვებს..." - "ბლექ სი არე­ნა" ჯარედ ლეტოსა და მისი როკ-ჯგუფის გრანდიოზული კონცერტის მოლოდინში

"ამოარჩევს ადამიანებს, რომლებსაც სცენაზე აცეკვებს..." - "ბლექ სი არე­ნა" ჯარედ ლეტოსა და მისი როკ-ჯგუფის გრანდიოზული კონცერტის მოლოდინში

შეკვეთილში "ბლექ სი არენას" უზარმაზარ სცენზე ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე პოპულარული მუსიკოსი და მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალური ბენდის 30 Seconds To Mars-თან ერთად ერთ საათში წარსდგება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მუსიკოსი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს 1 საათიდა და 30 წუთის განმავლობაში შეასრულებს. როკ-ბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალურ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ყველამ იცის, რომ ცნობილი მსახიობი ჯარეტ ლეტო თავის ძმასთან ერთად ძველ და ახალ რეპერტუარს შეასრულებს. "ბლექსი არენას" სცენაზე ძირითადად ახალი სიმღერები იქნება წარმოდგენილი. კონცერტის ფარგლებში ძალიან ბევრი სიურპრიზი გველოდება. მუსიკოსი თითქმის ყველა კონცერტზე ცდილობს მაყურებლების სცენაზე აყვანას, იგივე მოხდება "ბლექ სი არენაზე"... ისინი მასთან ერთად იცეკვებენ. თვითონ ამოარჩევს ადამიანებს, რომლებსაც სცენაზე აიყვანს... აქ მოსულ მსმენელებს ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება, ნამდვილი შოუს ნახვა შეუძლიათ. ჩვენგან მოითხოვა საქართველოს დროშა, რომლის აფრიალებას სცენაზე გეგმავს", - აცხადებენ ორგანიზატორები

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto-მ და Shannon Leto-მ შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ