ავტორი:

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სპორტული სკანდალის შემდეგ, საქართველოს ტოვებს?

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სპორტული სკანდალის შემდეგ, საქართველოს ტოვებს?

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დათუნაშვილმა განუცხადა, „სერბები ყველანაირად ეხმარებიან, რომ მათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს“.

"2 კვირის წინ სერბეთში ვიყავი ჩასული და შეკრებაც გავიარე სერბებთან ერთად. ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ ამ ქვეყნის სახელით ვიასპარეზო და ვნახოთ... მე ვარჯიშს ვაგრძელებ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველოს სახელით ჭიდაობის უფლება მაქვს, გეგა გეგეშიძესთან (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი) მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არც ერთ შეჯიბრზე არ გამოვსულვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ გეგეშიძესთან ინციდენტის შემდეგ მივიღე" - განაცხადა ევროპის ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნეს. თავის მხრივ, დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს, თუმცა გეგეშიძე პოსტზე ამ დრომდე რჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი