აშშ რუსეთის მიერ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეთანხმების დარღვევისთვის მომზადებულია

აშშ რუსეთის მიერ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შეთანხმების დარღვევისთვის მომზადებულია

რუსეთის მიერ სტრატეგიულ შემტევ იარაღზე შეთანხმების დარღვევა აშშ-ის უსაფრთხოებაზე ვერ იმოქმედებს. ამის მიზეზი ვაშინტონის ბირთვული უპირატესობაა, რაც მოსკოვის ნემისმიერ მოქმედებას აბალანსებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს მილერმა განაცხადა.

მილერმა რუსეთის მიერ სტრატეგიულ შემტევ იარაღზე შეთანხმების შესაძლო დარღვევის თაობაზე განცხადება სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მან განმარტა, რომ ამერიკის სტრატეგიული ბირთვული არსენალის სიდიდისა და სტრუქტურის, ე.წ. ტრიადის წყალობით, რომელიც წყალქვეშა ნავებისგან, თვითმფრინავებისა და სახმელეთო გამშვები დანადგარებისგან შედგება, რუსეთის ნებისმიერი დარღვევა აშშ-ზე ვერ იმოქმედებს.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ შეთანხმების შესრულების მიხედვით არც ამერიკული სუბმარინებისა და ბომბდამშენების საბრძოლო შესაძლებლობა განისაზღვრება.

მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ამ შეთანხმების დარღვევას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს და თუკი ეს მაინც მოხდება, მას არა სამხედრო, არამედ მხოლოდ პოლიტიკური, ან ეკონომიკური დატვირთვა ექნება.

მილერის მოხსენებას უმალ რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შემტევ იარაღზე შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ გაილაშქრა. მაკკეინი ასევე დაინტერესდა, რა საჭიროა შეთანხმება, თუკი მის დარღვევას შედეგი მაინც არ მოჰყვება და ამ დოკუმენტის მომზადებაზე დროისა და ფულის ხარჯვა ფუჭი ხომ არ იყო.

მიუხედავად სენატორთა ერთი ჯგუფის მხრიდან დოკუმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მისი რატიფიცირება 2010 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. სავარაუდოდ, ამის შემდეგ მოხდება დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სტრატეგიულ შემტევ იარაღზე ახალ შეთანხმებას ხელი წელს, 8 აპრილს, პრაღაში მოაწერეს. დოკუმენტმა უნდა ჩაანაცვლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1991 წელს გაფორმდა. ძველი შეთანხმების ვადა 2009 წელს ამოიწურა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა