ავტორი:

კრემლში ავიაბომბი იპოვეს - პუტინი ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა

კრემლში ავიაბომბი იპოვეს - პუტინი ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა

მოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის კომენდანტმა სერგეი ხლებნიკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ბომბი აუფეთქებელი იყო და მიწის დიდი ფენით იყო დაფარული. ის ე.წ. ყინულოვან მარანში აღმოაჩინეს, როდესაც ჰიდროიზოლაციისთვის მშენებლებმა გრუნტი გაჭრეს.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში იმყოფებოდა, მის სამუშაო გრაფიკზე ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია.

საბრძოლო მასალა კრემლის ტერიტორიიდან უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიტანეს და გააუვნებელყვეს.

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

წყალდიდობა ავღანეთში -  გარდაცვლილი 100-მდე ადამიანი, დანგრეული სახლები და დაკარგულები  (ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან)

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)