ავტორი:

"ვამბობ, რომ წინა ცხოვრებაში მღებავი ვიყავი, მიყვარს ეს პროცესი" - როგორ შეიქმნა ირინა ონაშვილმა კომფორტი სახლში

"ვამბობ, რომ წინა ცხოვრებაში მღებავი ვიყავი, მიყვარს ეს პროცესი" - როგორ შეიქმნა ირინა ონაშვილმა კომფორტი სახლში

მოდელი ირინა ონაშვილი მეუღლესთან, ლადო ვარძელაშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ირინას, როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში, არაერთი წარმატება ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდ მონაპოვრად ოჯახს მიიჩნევს.

მოდელისთვის სახლი თბილ კერასთან, ბედნიერებასა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ირინას ფანჯიკიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ ბინაში ესტუმრა ჟურნალი "შინ", სადაც დიასახლისმა გულითადად უმასპინძლა მათ.

- სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. რაგინდ კომფორტულ გარემოში ვიყო, ბოლოს მაინც სახლისკენ მიწევს გული - აქ არის ჩემი შეუცვლელი სამყარო.

გარკვეული პერიოდი მომიწია სხვადასხვა ადგილას ცხოვრება, ველოდებოდით, როდის გაიყიდებოდა ჩვენი ძველი ბინა. ამ პერიოდის მერე უფრო დავაფასე და მივხვდი, რას ნიშნავს შენი კერა, შენი კუთხე. როცა იცი, რომ ბინას აღარ შეიცვლი, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს და ყველა დეტალი შენზე გაქვს მორგებული. მერე ლაგდები, შენი გემოვნებით ანაწილებ ინტერიერში ავეჯს, ალაგებ შენთვის ძვირფას ნივთებს. ბინის ხშირად შეცვლა, ნივთების ხშირი გადაადგილება დისკომფორტს მიქმნის.

- ამ სახლში როდის გადმოხვედით და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ საცხოვრებელი ადგილი?

- თითქმის ორი წელია აქ ვცხოვრობთ. რადგანაც მყავს შვილები, ჩემთვის პრიორიტეტი იყო ეზო. გარდა იმისა, რომ ეს უბანი მიყვარს, აქ დავიბადე და ჩემი ოჯახის წევრებიც ახლომახლო ცხოვრობენ, ეს კორპუსი ავარჩიე იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი ეზო აქვს... პატარა ეტლით დამყავს, უფროსი ველოსიპედით სეირნობს და ა.შ.

...დიზაინერის მომსახურებით არ მისარგებლია, ყველაფერს თავად გავართვი თავი. ხშირად ვამბობ, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებაში მღებავი ვიყავი, რადგან მიყვარს ეს პროცესი. რაც კი ოდესმე სარემონტო ყოფილა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდი. წარმოიდგინეთ, ფიზიკურადაც კი ვერთვები ხოლმე პროცესში.

მიყვარს ისეთი ფერები, რომელიც განსაკუთრებულად გამშვიდებს. უპირატესობას სადა და დახვეწილ ინტერიერს ვანიჭებ. ვეცადე, ჩემი სახლი ასეთი გამოსულიყო. არ მიყვარს გადატვირთული ბინა. ინტერიერში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სინათლეს. მიყვარს ბინა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის და თბილა წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ