ავტორი:

ტრაგედია ოდესაში - სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედია ოდესაში - სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ოდესაში მდებარე სასტუმრო "ტოკიო სტარში" გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.

ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას, დაახლოებით დილის 03:35 საათზე გაჩნდა სასტუმროს მეორე სართულზე და 1000 კვ. მეტრს მოედო. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ.

უცნობია ისიც, თუ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ინციდენტის დროს 273-ნომრიან სასტუმრო „ტოკიოში“.

მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად 3 საათი დასჭირდათ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"