ავტორი:

ალენ დელონი არ მომკვდარა - მსახიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ალენ დელონი არ მომკვდარა - მსახიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ცოცხალია, თუმცა ზოგიერთ რუსულ პორტალზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მისი გარდაცვალების შესახებ მკითხველი შეცდომაში შეიყვანა.

ყალბი ამბავი სწრაფად მოედო ქართულ სოციალურ ქსელსაც და ფრანგული კინოს ლეგენდის ფანები დაამწუხრა. თუმცა, ინფორმაცია დელონის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ 83 წლის მსახიობმა ინსულტი გადაიტანა და ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ბოლო ინფორმაციით მსახიობი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და შვეიცარიაში იმყოფება.

მეტიც, ფრანგული კინოს სექსსიმბოლოს ქალიშვილმა ანუშკამ განაცხადა, რომ მამას უკვე სამომავლო გეგმები აქვს კარიერასთან დაკავშირებით.

ალენ დელონი ქალიშვილთან, ანუშკასთან ერთად

დელონის ქალიშვილმა ანუშკამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მამის მდგომარეობის შესახებ მცირე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"უბრალოდ, მეტი სიცხადისთვის: მართლაც, მამას ინსულტი მოუვიდა, რომელსაც დურალური ჰემატომა მოჰყვა. ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რადგან ყველაფერი კარგად დასრულდა. ამაში გასაკვირი არაფერია, ის არის მებრძოლი! მამა აგრძელებს მკურნალობის პროცესს, რათა შექმნილ სირთულეებს თავი დააღწიოს.

მამას სურს, საზოგადოებასა და მეგობრებს მათი მხარდაჭერისა და სიყვარულის გამომხატველი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადოს. თქვენი ძალის დამსახურებით მამა წინ მიიწევს. მამა უკვე სამომავლო პროექტებზე ფიქრობს... რაც შეეხება პრესას, გამოიჩინეთ ადამიანობა და ნუ სპეკულირებთ იმით, რაც პირად ცხოვრებაში ხდება" - დაწერა ანუშკა დელონმა "ინსტაგრამზე".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება