ავტორი:

ოდესაში დააკავეს სასტუმროს მეპატრონე, რომელში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ოდესაში დააკავეს სასტუმროს მეპატრონე, რომელში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა

სამართალდამცავებმა ოდესაში ცნობილი მეწარმე, სასტუმრო „ტოკიო სტარის“ მეპატრონე ვადიმ ჩორნი დააკავეს, რომლის სასტუმროშიც ხანძრის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო „უნიანს“ ოდესის პროკურატუტაში განუცხადეს, რომ დაკავებული ეჭვმიტანიალია სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევაში, რამაც 9 პირის გარდაცვალება გამოიწვია.

ოდესის სასტუმროში ხანძარი 17 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულია 9, დაშავებულია 10 ადამიანი. შენობიდან 136 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. სულ სასტუმროში 200 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარის შემდეგ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სასტუმროებისა და სანატორიუმების შემოწმება დაიწყო. სასტუმრო „ტოკიო სტარში“ მომხდარის გამო, 18 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"