ავტორი:

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციებმა "ბლექ სი არენაზე" მსმენელი აიყოლია

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციებმა "ბლექ სი არენაზე" მსმენელი აიყოლია

"ბლექ სი არენას" სცენაზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების კომპოზიციები შესრულდა.

საკონცერტო დარბაზში მისული მსმენელებისთვის, კონცერტის პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის ყველა დროის სიმღერები შეასრულეს. "ანო და ვანო" კი საღამოს კულმინაციური მომენტი იყო, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. მუსიკოსები და მსმენელები მუსიკალურ ნომერს ერთობლივად ასრულებდნენ.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადი "ბლექ სი არენას" თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავეს. მოსულ მაყურებელს უდიდეს მადლობას ვუხდი, ეს არის იმედი, რომ ქართული მუსიკა საჭირო, მოთხოვნადი, ნოსტალგიური და კეთილია - ეს გვჭირდება ყველას",- აღნიშნა გიორგი სუხიტაშვილმა.

კონცერტი ორი განყოფილებისგან შედგებოდა. მეორე განყოფილებაში, კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.

"მადლობა "ბლექ სი არენას" გუნდს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ ასეთი საღამო გამოსულიყო. დღეს პირველი წუთიდან მაყურებლისგან მოდიოდა სითბო და მხარდაჭერა. ჩვენი მაყურებელი ხანდახან მორცხვი არის, რომ წამოდგეს აგყვეს იმღეროს და იცეკვოს. დღეს საერთოდ საპირისპირო სურათი იყო. უდიდესი მადლობა მსმენელს" - განაცხადა ვახტანგ კახიძემ.

"ბლექ სი არენას" სცენაზე გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

"ძალიან წარმატებით ჩაიარა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამომ. ერთია, რომ ჩამოგყავს უცხოელი არტისტები და მეორეა როცა ქართველ არტისტებზე მოდის ამდენი ხალხი და მაღალი ხარისხის კონცერტი იმართება" - განაცხადა "ბლექ სი არენას" აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ხარჩილავამ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს