ავტორი:

რას წერენ "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ

რას წერენ "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ

"რუსთავი 2"-ში ცვლილებები გრძელდება. მას შემდეგ რაც ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა ცნობილი ტელეწამყვანები და ჟურნალისტები - ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, ტელეკომპანია საკუთარი სურვილით კიდევ რამდენიმე ცნობილმა სახემ დატოვა.

ტელეკომპანიიდან წასულებს შორის არიან "კურიერის" კორესპონდენტები და სხვა გადაცემების ჟურნალისტები: გიგლა თუმანიშვილი, თენგო გოგოტიშვილი, მაია ლომიძე, პაატა იაკობაშვილი და სხვები. თითეულ მათგანს "რუსთავი 2"-ში მუშაობის 10 და მეტწლიანი გამოცდილება ჰქონდა.

რ2-ელები "ფეისბუქზე" წერენ:

მაია ლომიძე, "კურიერი P.S.": "2004-2019 წელი. ჩემი ხელით არ დაგანგრევინებ ამ ქვეყანას. ერთი წუთი არ ვიმუშავებ შენთვის!"

გიორგი ლაფერაშვილი, "კურიერი": "ძალიან მაგარ ადგილზე ვიმუშავე 13 წელი. მადლობა ყველას, ყოფილს და ამჟამინდელ თანამშრომელს. დიკო ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი, თამარ ბეღაშვილი - თქვენ განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი ეთერისთვის"

თამარ ბაღაშვილი: "კურიერი": ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით) მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით ❤️❤️❤️

ლევან ბუთხუზი, "სხვა შუადღე": "არა უშავს! ყველა ვამბობთ და გუშინ ნოდარ მელაძემ რუსთაველზეც აღნიშნა - რუსთავი 2 შენობა არ იყო. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა! რუსთავი 2 იყო გუნდი! ეს გუნდი ცოცხალია და ახალ ცხოვრებას იწყებს! თითქოს ძველი, ბავშვობის სახლი, სადაც დაიბადე ადამანი, ის დაანგრიეს. გულდასაწყვეტია, მაგრამ ოჯახიანად უკეთეს სახლში რომ გადადიხართ ის გრძნობა უნდა იყოს! მეტაფორული პარალელია, მაგრამ მაინც - სამშობლო ლამაზი მთები და ზღვა არაა! სამშობლო შენი ხალხია და შენი კულტურა!

მერწმუნეთ, ზღვა ტაილანდში ან ზანზიბარზე უკეთესი აქვთ და მთა ალპებშიც არაა კავკასიონზე ნაკლები! ასე რომ ნიკაპები მაღლა! წინ რენესანსია! შემოდგომაზე შევა შტორმში გემი "მთავარი!", ყველა აისბერგს გაანგრევს და ბოლოს მივა ნავსაყუდელთან, სადაც კაპიტანს, გემბანზე კაპიტულაცია ჩაბარდება! აი ნახავთ! ძველი ბერძნული გამოთქმაა - "გჯეროდეს გამარჯვების, ნიშნავს უკვე გაიმარჯვო" ბრძენი ხალხი იყო ბერძნები!

გიგლა თუმანიშვილი, "კურიერი":

"11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია!!! როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე რაც ძალიან გიყვარს!!! დიახ, მე ვცხოვრობდი რუსთავი 2-ში, ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხზე, რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას!!!

სოფო ზურაბიანი, "კურიერი":

"მეგობრებო, ვინც მიცნობს კარგად , ჩემთან დაკავშირებით კითხვები არ ექნება, მაგრამ მაინც დავწერ აქ. "რუსთავი 2" არ არის პირველი ტელევიზია, რომელშიც ვიმუშავე, აქაც "მაესტროდან" მოვედი, 2014 წელს , მას შემდეგ რაც "პროქართული" ტელევიზიის გაკეთებაზე უარი ვთქვი და არხი მათთან ერთად დავტოვე, ვისაც ძალინ დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიაში .

"რუსთავი 2" ნამდვილად იყო ადგილი, სადაც თავისუფლად შეგეძლო გეკეთებინა შენი საქმე და გქონდა ასპარეზი ყოფილიყავი მეოთხე ხელისუფლება. მადლობა ამისთვის "რუსთავი 2"- ს .

PS. მე პირველ შეხვედრაზე ვეუბნები ჩემს სტუდენტებს ცნობილ ფრაზას " თქვენ არ ხართ ანგარიშვალდებული ხელისუფლების წინაშე, არც მის წინაშე ვინც თქვენს სახლფასო ჩეკს აწერს ხელს. თქვენ ანგარიშვალდებული ხართ საზოგადოების წინაშე" . ჰოდა , ეს პროფესია იქნება ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ მოვიქცევით ამპროფესიაში. ამ ეტაპზე, ოფიციალურად შვებულებაში ვიმყოფები, განცხადებას დავწერ ამ დღეებში. დღევანდელი შეხვედრიდანაც ჩანს საით წავა ეს არხი.

სად შევხვდებით ერთმანეთს, ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა ეს აღარ იქნება "რუსთავი 2" .

წარმატება "კურიერელებს", მადლობა კოლეგიალობისთვის და ღირსეული პრეცენდენისთვის ამ პროფესიაში".

დავით ერაძე, "კურიერი":

"ბევრჯერ ავკრიფე, წავშალე, ძალიან ძნელი ყოფილა ამის დაწერა, ძალიან...თუმცა ეს მუდმივი დეჟავუს გრძნობა უნდა დასრულდეს.. რთულია ასე ერთი ჩანთა მოიკიდო და წამოხვიდე იქიდან სადაც 16 წელი იყავი და ყველაფერს გერჩივნა... მადლობა ყველას თითოეული წლისთვის, თვისთვის, დღისთვის... ვიყავი საუკეთესო გუნდის წევრი, ამ 16 წლის განმავლობაში არაფერზე მინანია და ვგრძნობ რომ გაბანძებულ რ2-ს ვეღარ ავიტან და ამ არხზე ვერასოდეს გავატარებ, საქართველოსთვის ომის დაწყების ბრალდებას!!! შევხდებით და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს და რაღათქმაუნდა: #რუსეთიოკუპანტია #არაბაგრატიონტვს".

ნინო სამყურაშვილი, "კურიერი: ჩემი სახლიდან წავედი ....ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილებაა... არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა... მაგრამ ჩემი ხელით ვერ დავანგრევდი იმას, რაც 13 წელი ჩემი ხელით, ჩემი წილი ნამდვილად ავაშენე ....

ჩემო რუსთავი2 -ებო ყველას დიდი მადლობა... პ.ს. ნახვამდის, არ გემშვიდობებით და კიდევ შევხვდებით, თან აუცილებლად

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს