ავტორი:

ფესტივალ ECHOWAVES-ის სცენების განრიგი ცნობილია

ფესტივალ ECHOWAVES-ის სცენების განრიგი ცნობილია

ფესტივალ ECHOWAVES დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ხვალიდან ანაკლიის სანაპიროზე, მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარსდგება. უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი.

წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე შეგეძლებათ. წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც-WAVE STAGE- ზე ჰაუსის, ტექ-ჰაუსის, ტექნოს და ცოცხალი შესრულების მოსმენა შეგეძლებათ. ახალი სცენები კი ასეთია:

• WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა - ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები;

• TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა;

• BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა;

• OCTAGON STAGE - ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა;

• ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა;

• BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა;

• ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე;

• TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.

ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.

გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ.

Echowaves , 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. საქართველოში მას CHECK IN GEORGIA წარმოადგენს.

იოგა, ბოდი-არტი, ფრისბი, ფეხბურთი კალათბურთი- მუსიკის გარდა ფესტივალი სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება