ავტორი:

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე "კურიერის" ჟურნალისტების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

"ადამიანები, ვინც რ2-ში მუშაობდნენ, წარმოადგენენ ქართველთა საუკეთესო თვისებებს - სიამაყეს, სილაღეს, შეუპოვრობას! ასეთი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! საქართველოში უნდა გათენდეს!" - დაწერა სააკაშვილმა.

"რუსთავი 2"-ში ბოლო დღეებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ტელეკომპანიის ახალმა ხელმღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა: ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე. მოგვიანებით, ტელეკომპანია საკუთარი სურვილით კიდევ რამდენიმე ცნობილმა სახემ დატოვა.

გუშინ კი, დღის ბოლოს "რუსთავი 2" "კურიერის" ჟურნალისტების სრულმა შემადგენლობამ დატოვა და მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან გააკეთეს.

ჟურნალისტების თქმით, მათ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია შეხვდათ და დარჩენა შესთავაზათ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ "კურიერელები" მიიჩნევენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, მათ ერთობლივად წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ვის არ ეხება 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები - გაეცანით სიას

LIVE: "360 გრადუსი" - ბადრი ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, რატი იონათამიშვილი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"