ავტორი:

რას დაკარგავს მსოფლიო ამაზონის ხანძრების შედეგად? - გარემოსდამცველები კატასტროფის მძიმე შედეგებზე

რას დაკარგავს მსოფლიო ამაზონის ხანძრების შედეგად? - გარემოსდამცველები კატასტროფის მძიმე შედეგებზე

ამაზონის ტყეებში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. იწვის ის, რაც პლანეტის ფილტვების სახელით არის ცნობილი და ცეცხლი ყოველდღიურად ამცირებს იმ ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ასე საჭიროა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.

ტყესთან ერთად ნადგურდება ბიომრავალფეროვნებაც, იწვიან ცხოველები და ფრინველები. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული გულისამაჩუყებელი ფოტოსურათების უმეტესობა, რომლებიც ცეცხლში გახვეულ ცხოველებსა და მათ ტანჯვას ასახავს, და რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, დართული აქვს ჰეშთეგი #PrayforAmazonas, რამდენიმე წლის წინ, სხვა ხანძრების დროს არის გადაღებული და მათზე ასახული ადგილები ბრაზილიაში სულაც არ არის.

მიმდინარე წელს ამაზონის ტყეში ხანძრების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს ხანძრის რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით 85%-ით მოიმატა.

ოფიციალური რიცხვების თანახმად, 2019 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბრაზილიაში 75 ათასზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ და ნამდვილად აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს, როდესაც ხანძრების რაოდენობა 40 ათასი იყო.

ამაზონის ტყეში ხანძარი გავრცელებული მოვლენაა და ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხშირად ჩნდება კიდეც, თუმცა გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრები ადამიანის მიერ განგებ იყოს გაჩენილი:

The scale of the Siberian wildfires is underlined by this animation of the huge area of the smoke cloud: more than 5 million km².
For comparison, the EU is about 4.5 million km² and the contiguous US about 8.1 million km².
(Via @anttilip of @IlmaTiede)pic.twitter.com/RDhntqaDEO
— WMO | OMM (@WMO) August 12, 2019

"ადამიანი ძალიან დაინტერესბულია ამ ტყეებით და დაინტერესებულია, როგორც მერქნით, რომლის მოპოვებაც იქ შეიძლება, ასევე იმ ფართობით, რომელიც ამ ტყეს უჭირავს.

არ ვიცი, ალბათ, არ არის გამორიცხული, რომ განზრახ მოწყობილი მცირე ხანძრებიც იყოს, რამაც საბოლოოდ, ამ მასშტაბურ ხანძრამდე მიიყვანა ტერიტორია, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ათვისება ხდება ამ ადგილების სამეურნეო მიზნებისთვის, ძალიან დიდი რესურსებია ამ ნიადაგებში და ინტერესიც საკმაოდ დიდია.

ამაზონის ტყეები არის ბიომრავალფეროვნების თავშესაფარი, სადაც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 10%-ია თავმოყრილი. კლიმატის ცვლილების გამოწვევების ფონზე, ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც ტყეები შთანთქავენ ნახშიროჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. ამაზონის ტყე თავის თავში იტევს ძალიან დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგს და ხანძრების შედეგად, ასეთი დიდი ღირებულება იკარგება მსოფლიოსთვის" - ამბობს კახა ბახტაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ვიკიპედიას მიხედვით, ამაზონის ტყე ჟანგბადის მთელი რაოდენობის 20%-ს გამოყოფს, შესაბამისად ის ზარალი, რომელიც პლანეტას მიადგება, უკვე ცხადია, თუმცა ამის გარდა კახა ბახტაძის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ პლანეტა ბიომრავალფეროვნებას კარგავს:

"გვაქვს სახეცვლილი ეკოსისტემები, ამ ეკოსისტემებში ცხოვრება ძალიან რთულია. სახეცვლილ ეკოსისტემებს თან ერთვის სხვა ცვლილებები გარემოში - ეს შეიძლება იყოს გააქტიურებული ბუნებრივი კატასტროფები, წყლისა და ნიადაგის რესურსების კარგვა. ძალიან ბევრი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ბიომრავალფეროვნება იკარგება და ამას ძალიან მძიმე შედეგი ექნება ადამიანისთვის" - განმარტავს ეკოლოგი.

ამაზონის ტყის ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე საუბრისას "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ტყეები და ტყის მასივები ერთადერთი საშუალებაა, რასაც შეუძლია, კლიმატის ზემოქმედება შეამციროს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ტყეების მასივები გაშენდეს, რათა მოხერხდეს სითბური ეფექტის ზემოქმედების შემცირება.

გარემოსდამცველები მსოფლიოს მასშტაბით დღეს ამაზონის ტყეებში მიმდინარე პროცესებს ბრაზილიის პრეზიდენტის რიტორიკას უკავშირებენ, რომელიც მათი თქმით, ტყის ჩეხვის პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. პასუხის გარეშე აქტივისტები არც ბრაზილიის პირველმა პირმა დატოვა და გარემოსდამცველები ხანძრის განგებ გაჩენაში დაადანაშაულა, რათა ბრაზილიის ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინათ...

იქამდე სანამ პასუხისმგებელი პირები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებულნი, ის გარემო იწვის, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი სახეობის ცხოველსა და მცენარეს იფარებს, მილიონამდე აბორიგენის სახლია და რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნახშიროჟანგს შთანთქავს...

მთავარ ფოტოზე: 13 აგვისტოს გადაღებული სატელიტის გამოსახულება აჩვენებს რამდენიმე ხანძრის კერას ბრაზილიის ამაზონის ტყეში

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"