ავტორი:

სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება - ცეცხლის ქრობის პროცესში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო

სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება - ცეცხლის ქრობის პროცესში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინ ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო.

რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი აფერხებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელის, დავით ალადაშვილის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბები გაიზარდა და დაახლოებით, 10 ჰექტარს აღწევს. მისივე თქმით, ცეცხლი მრავალწლიან ფოთლოვან ხეებზეც გავრცელდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ