ავტორი:

ფრენბურთის მოედანი, ფერების შოუ, იოგა - Echowaves-ის მესამე დღე ანაკლიის სანაპიროზე

ფრენბურთის მოედანი, ფერების შოუ, იოგა - Echowaves-ის მესამე დღე ანაკლიის სანაპიროზე

ფესტივალ Echowaves-ის მესამე დღე ანაკლიის სანაპიროზე - ელექტრონული მუსიკის გარდა ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელს მრავალ გასართობ და სპორტულ შეჯიბრს სთავაზობენ. ფრენბურთის მოედანი, ფერების შოუ, იოგა - Echowaves-ის სტუმრებს არაერთ მსგავს აქტივობაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

შეუთავსე ერთმანეთს გართობა და დასვენება - ასეთია ორგანიზატორების მოწოდება. დღესვე ფესტივალის ტერიტორიაზე ფერების შოუ გაიმართება, რომელიც ანაკლიის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სანახაობაა.

შეგახსენებთ რომ Echowaves 22 აგვისტოს გაიხსნა. ფესტივალს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონის როგორც ეკონომიკური ასევე ტურისტული განვითარება. შარშან EXIT ის ქოლგის ქვეშ გამართულ ფესტივალს ანაკლიაში, სტუმრები დაახლოებით 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო მედიას 27 000 000- ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოს შესახებ. დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. დღეს გვიან ღამით კი მსმენელს Boston 163 და ასევე სხვა არაერთი ცნობილი არტისტის მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი