ავტორი:

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველი ტურისტები უცხოეთში

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველი ტურისტები უცხოეთში

საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ვიზიტისას ყველაზე მეტ თანხას საყიდლებზე ხარჯავენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ერთმა ტურისტმა უცხოეთში საყიდლებზე საშუალოდ 368 ლარი დახარჯა, რაც მთლიანი ხარჯის 33,4%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა - საკვები და სასმელი, ამ შემთხვევაში ერთი ტურისტი 315 ლარს ხარჯავს. 207,8 ლარს ხარჯავენ განთავსებაში. საქსტატის ცნობით, 207,8 ლარს ხარჯავენ ქართველი ტურისტები განთავსებაში; გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 86,6 ლარის; ადგილობრივ ტრანსპორტში 51,4 ლარს; სხვა ხარჯების მოცულობა 71,2 ლარს შეადგენს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ