ავტორი:

"ბლექ სი არენამ" ოპერა გალას უმასპინძლა

"ბლექ სი არენამ" ოპერა გალას უმასპინძლა

25 აგვისტოს, "ბლექ სი არენაზე", ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა გალა გაიმართა - ღონისძიება, სადაც ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან სხვადასხვა არია, უვერტიურა თუ ანსამბლი შესრულდა, მათ შორის მოვისმინეთ ამონარიდები "ნაბუქოდან", "ლედი მაკბეტიდან", "აიდადან" და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საოპერო სამყაროს დიდმა სახელებმა, ისეთებმა, როგორებიც არიან:

სუზანა ბრანკინი, დანიელა ბარჩელონა, სერხიო ესკობარი, გაბრიელე ვივიანი და დეიან ვაჩკოვი.

საოპერო მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი კი გახლდათ პიერ ჯორჯო მორანდი.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალმა წელს პირველად დატოვა იტალიის საზღვრები და საქართველოში ჩამოვიდა. მის ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ სამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა, თბილისის ოპერაში "ბალმასკარადი" გაიმართა , ხოლო "ბლექ სი არენაზე - "აიდა" და გალაკონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. "ბლექ სი არენაზე" განხორციელებული

"აიდა" გადაიღო იტალიურმა "მედიასეტმა". ჩანაწერი TV5-ის ეთერში 25 დეკემბერს გავა. მას 50 მილიონამდე მაყურებელი იხილავს. გარდა ამისა, ამავე ჩანაწერით გამოიცემა DVD, რომელის შეძენაც ევროპელ მსმენელს შეეძლება. როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ განაცხადა, "აიდას" არენა დი ვერონასეული დადგმის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია სწორედ "ბლექ სი არენაზე" იყო წარმოდგენილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება