ავტორი:

ბრაზილიის პრეზიდენტმა ბრიჯიტს დასცინა - რას პასუხობს ემანუელ მაკრონი ბოლსონაროს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ბრიჯიტს დასცინა - რას პასუხობს ემანუელ მაკრონი ბოლსონაროს

ემანუელ მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო მისი ცოლის მისამართით გაკეთებული „დამამცირებელი კომენტარებისთვის“ გააკრიტიკა.

ბოლსონაროს „ფეისბუქის“ გვერდზე მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განათავსა ფოტო, სადაც ბრიჯიტ მაკრონი ბრაზილიის პირველ ლედისთან იყო შედარებული. პოსტის ავტორი ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ ასაკით ბევრად უმცროსი მიშელი უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ბრიჯიტი.

პოსტს დამცინავი კომენტარით უპასუხა ჟაირ ბოლსონარომ - „ნუ არცხვენთ კაცს“.

პოსტთან დაკავშირებით კომენტარისთვის ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს დიდი შვიდეულის სამიტზე მიმართეს.

„რა უნდა გითხრათ? ძალიან სამწუხაროა მისთვის და ბრაზილიელებისთვის. მგონია, რომ მათი პრეზიდენტის პოსტის გამო ბრაზილიელი ქალები თავს უხერხულად იგრძნობდნენ.

მე დიდი მეგობრობა მაკავშირებს ბრაზილიელ ხალხთან და პატივს ვცემ მათ. იმედი მაქვს, მალე ეყოლებათ პრეზიდენტი, რომელიც მის საქმეს კარგად შეასრულებს,“ - განაცხადა მაკრონმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაპირისპირება ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო დაიწყო. მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ტროპიკული ტყეების გადასარჩენად დიდი შვიდეულის სამიტზე უნდა ემსჯელათ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა თავად გაუმკლავდებოდა სტიქიას და მაკრონმა ამაზონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით „პოლიტიკური ქულები დაიწერა“.

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

"შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ" - ენტონი ფაუჩი