ავტორი:

"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე გუშინ უცნობმა ქალმა 3 წლის ბავშვს დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად გადაადგილდებოდა.

მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უკვე პალატაშია გადაყვანილი.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა", - აცხადებს კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმი მედეა რამიშვილი.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ დააკავა. 51 წლის ქალს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანაშაულში ბრალდებული ქალის ფოტო სოციალურ ქსელში გუშინვე გავრცელდა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელმა ფოტოდან ის ამოიცნო:

"ვაიმეეეეე მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, არ არის ნორმალური, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე. სადღაც ერთი წლის წინ, დილის 6 საათი იყო ვაჟას მეტროსთან შეგვხვდა, ჩვეულებრივად ჩაცმული იყო არაფერი ეტყობოდა შეურაცხადის, მანქანაში შემოგვიყო თავი და გვეუბნებოდა, რომ მაღაზიებში საჭმელი აღარ იშოვება, გვეკითხებოდა სად ვცხოვრობთ, უნდოდა მანქანაში ჩაჯდომა, გვეკითხებოდა, სად მივდიოდით და რადგან არ ჩავისვით მანქანაში, გვითხრა, რომ აქ დაგველოდებოდა, ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ იქ ვცხოვრობდი და ძალიან ხშირად გვეკითხებოდა სად ვცხოვრობდით... დიდხანს ვერ მივხვდი რა ჭირდა დილის 6 საათზე გარეთ რომ გამოვედი იმაზეც კი დავფიქრდი, მართლა რამე ხომ არ მოხდა და დაიკეტა ყველა მაღაზია-თქო, მაგრამ ბოლოს გვითხრა, რომ წყნეთის ზევით იყო არაბეთის ქვეყნები და იქ უნდოდა ჩვენთან ერთად გაქცევა, ბოლოს როგორღაც დავაღწიეთ თავი და წავედით, მაგრამ ვაჟას ძეგლთან იმის მერე ძალიან ხშირად მყავს დანახული...";

"თავისუფლებაზე მყავს ორჯერ გაჩერებაზე ნანახი, ყველას რაღაცეებს ეკითხება ხოლმე... ავადმყოფია"; - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს