ავტორი:

"ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა... შევრცხვი" - დეპუტატის განმარტება მის "ფეისბუქლაივზე"

"ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა... შევრცხვი" - დეპუტატის განმარტება მის "ფეისბუქლაივზე"

ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა, ვრეჟ მურადიანმა "ფეისბუქის" გვერდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების საჩვენებლად "ლაივი" ჩართო, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა. საქმე ის არის, რომ ვიდეოში დეპუტატმა შემთხვევით "ფეისბუქის" ეფექტები გამოიყენა. ის კადრებში ხან ჯადოქრის, ხან კოსმონავტის და ხან მგლის ეფექტებით მოგვევლინა.

ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებს დეპუტატმა "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში უპასუხა. მას "ლაივით" მხოლოდ ორჯერ უსარგებლია და ეფექტების ფუნქციაზე ხელი შემთხვევით მოუხვდა:

"სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა" - ამბობს ვრეჟ მურადიანი.

წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ