ავტორი:

სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.

ახალ სტუდენტებს შორის არიან ცნობილი ადამიანების შვილებიც, ბევრმა მათგანმა ქართულ უნივერსიტეტებს მიანიჭა უპირატესობა და სწავლას სამშობლოში განაგრძობს. AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ მშობელს დაუკავშირდა, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ.

წარმატებულად ჩააბარა გამოცდები მსახიობისა და ტელეწამყვანის - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა ევა ბარბაქაძემ.

ევამ 53-ე სკოლა დაამთავრა, აქტიურად იყო დაკავებული სწავლით და შედეგმაც არ დააყოვნა.

"ევამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ძალიან გახარებული ვარ, ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ვამაყობ მისით. ყველა აბიტურიენტს ვულოცავ სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებ!" - განაცხადა შორენა ბეგაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სტუდენტი გახდა კრისტი და გიორგი ყიფშიძეების ქალიშვილი ნატალია ყიფშიძეც.

მას თავდაპირველად მსახიობობა სურდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და როგორც თავად ამბობს, მომავლის პროფესია აირჩია.

"ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ადრე მსახიობობა მსურდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და მომავლის პროფესია ავირჩიე, ამას კრეატიულობაც სჭირდება და ჩემთვის საინტერესო პროფესიაა. "ჯიპაში" აქვთ ეს ფაკულტეტი და ზუსტად იქ მოვხვდი სადაც მინდოდა.

რაც შეეხება ოჯახის რეაქციას იმაზე, რომ მსახიობობაზე უარი ვთქვი, ჩემი ოჯახის წევრები პატივს სცემენ ჩემს ნებისმიერ არჩევანს და ასე მოხდა პროფესიის არჩევის დროსაც" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნატალია ყიფშიძემ.

წელს სტუდენტი გახდა ყიფშიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი - ზურა ყიფშიძის ქალიშვილის, მოდელ ლენუკა ყიფშიძის ვაჟმა ნიკუშა ნინუამ ბიზნესის სწავლა არჩია და ცნობილი ბაბუის გზას არც ის გაყვა.

"ნიკუშამ BTU-ში ჩააბარა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. თავდაპირველად გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შემდეგ ამ უნივერსიტეტზე და ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი.

სამწუხაროდ, გრანტი ვერ მოიპოვა, რის გამოც ვუსაყვედურე კიდეც, უფრო მეტი გესწავლა და გრანტს მოიპოვებდი-მეთქი, მაგრამ არაუშავს, ცდის და შესაძლოა 6 თვეში მიიღოს გრანტი", - გვითხრა მოდელმა ლენუკა ყიფშიძემ.

მეორედ გახდა წელს სტუდენტი, რუსთაველის თეატრის მსახიობის მანანა აბრამიშვილის ქალიშვილი თეკლა სულაქველიძე. ის თეატრალურ უნივერსიტეტში გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოხვდა.

"თეკლას ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ ჩემი პრინციპული მოთხოვნით შარშან საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამიტომ მინდოდა სხვა პროფესია აერჩია. წელს კი მაინც ჩააბარა თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტზე.

გრანტი არ მიუღია, რადგან თეატრალურში ცოტა სხვაგვარად არის ყველაფერი, სამი საგანი უნდა ჩააბარო, გრანტს კი ის იღებს, ვინც ოთხ საგანს აბარებს წარჩინებით, თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში სემესტრულად ჯამდება ქულები და ვინც კარგად ისწავლის, მას სწავლის თანხის გადახდა არ უწევს" - გვითხრა მანანა აბრამიშვილმა.

100-პროცენტიანი გრანტი აიღო მამა პეტრე კოლხის ქალიშვილმა მარიამ კვარაცხელიამ და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

"მარიამი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ბავშვობიდან სურდა ჟურნალისტობა, განსაკუთრებული გავლენა მასზე პროფესიის არჩევისას იმ ცვლილებებმა მოახდინა, რაც გარდატეხის ასაკში შეეხო. ვფიქრობ ის ღირსეულად და აქტუალურად გააშუქებს პრობლემებს და დაეხმარება უამრავ ახალგაზრდას. მე ასე მესახება მისი მომავალი.

თუმცა მთავარი არის ის, რომ მიმტევებელი, კეთილგონიერი და მოწყალე იყოს. ვულოცავ ყველა სტუდენტს უნივერსიტეტში ჩაბარებას და მათ ვეტყვი, რომ სტუდენტობა ეს არის ბაზისი, რაზეც მათი მომავალი უნდა აშენდეს"- უთხრა AMBEBI.GE-ს დეკანოზმა.

წელს სტუდენტი გახდა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ვაჟი - ზუკა. ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

"ზუკამ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე - არაბისტი, ირანისტის მიმართულებით ჩააბარა. მომავალ წელს ჩვენი მეორე შვილიც აბარებს და მანაც ჩვენგან განსხვავებული ფაკულტეტი აირჩია. ჩემი შვილები ოთარ ბაღათურიამ აიყვანა "კუკარაჩაში" და მათ იციან, რამხელა შრომაა თეატრი. თან თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში, რაც უნდათ იმას ისწავლიან და იმ პროფესიას გაჰყვებიან.

ზუკა ისტორიით არის გატაცებული და ბაკალავრიატში ამ კუთხით ისწავლის, ხოლო მაგისტრატურაზე კონფლიქტების მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. რამდენიმე ჭკვიან კაცს ვუთხარი მისი გადაწყვეტილების შესახებ და მითხრეს, რადგან ასეთი გეგმები აქვს ე.ი. ჩამოყალიბებული არის თავის არჩევანშიო და მისი ქულებიც ამაზე მეტყველებს" - განაცხადა რეჟისორმა ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE ულოცავს ყველა სტუდენტს და წარმატებულ მომავალს უსურვებს!

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე