ЦРУ-ს აგენტურის განყოფილების უფროსად "ალ-ქაიდასთან" მებრძოლი ვეტერანი დანიშნეს

ЦРУ-ს აგენტურის განყოფილების უფროსად "ალ-ქაიდასთან" მებრძოლი ვეტერანი დანიშნეს

ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს აგენტურული დაზვერვის სამსახურის უფროსად სამმართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი ჯონ ბანეტი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მაიკლ სალიკი შეცვალა, - იუწყება CNN.

როგორც სამმართველოს დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, ბენეტი "ალ-ქაიდასა" და მის მოკავშირეებთან ბრძოლის ავანგარდშია". მისი თქმით, სამმართველოს აგენტურის ახალი ხელმძღვანელი დაზვერვის სფეროში: შპიონაჟში, საიდუმლო ოპერაციებსა და მოქმედებათა კორდინაციაში უდიდეს გამოცდილებას ფლობს.

ჯონ ბანეტი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ თანამშრომლად ითვლება, სადაც 1981 წლიდან მუშაობს. იგი მეტწილად ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქმიანობდა.

ბენეტი პაკისტანში სამმართველოს ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა და სწორედ მის დამსახურებად მიიჩნევენ პაკისტანელი თალიბების წინააღმდეგ ამერიკული უპილოტოების ეფექტურ ბრძოლას. სწორედ ბენეტს მიაწერენ 2009 წლის აგვისტოში ავიაიერიშით "თალიბანის" პაკისტანური ფრთის ლიდერის ბაითულა მეხსუდის ლიკვიდაციას.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა