ავტორი:

თანამედროვე არქიტექტურა თბილისი ჰილსში - მიწის ნაკვეთების მფლობელებმა მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დაიწყეს

თანამედროვე არქიტექტურა თბილისი ჰილსში - მიწის ნაკვეთების მფლობელებმა მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დაიწყეს

50 საუკეთესო თანამედროვე სახლი, მსოფლიოს საუკეთესო სახლები, ოცნების სახლი ზღვის სანაპიროზე – ფოტო კოლაჟები ასეთი სათაურებით ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელებში და ჩვენს აღფრთოვანებასაც იწვევს. ვის არ უოცნებია თანმედროვე დიზაინის სახლზე დიდი ვიტრაჟებით, ბევრი სინათლით, ბევრი სიმწვანით და საცუარო აუზით. ოცნების სახლები მიუწვდომელი გვგონია, ის რაც მხოლოდ ფოტოებზეა და რეალობას არ შეესაბამება.

სახლის დიზაინს ყველა საკუთარი გემოვნებით აფასებს, თუმცა ჩვენი ფოტოების ნახვის შემდეგ, დარწმუნებულები ვართ, ყველა შევთანხმდებით რომ ეს სახლები თანამედროვე არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუშებია.

ეს სახლები თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსიში შენდება. სახლის მფლობელები თავად არჩევენ დიზაინს. მთავარი პრინციპია სახლის არქიტექტურა იდეალურად ერგებოდეს ლანდშაფტს.

ის რაც ამ სახლებს სხვებისგან გამოარჩევს, თანამედროვე დიზაინის გარდა არაჩვეულებრივი მდებარეობაა. თბილისი ჰილსი ქალაქის ცენტრიდან 15 წუთისსავალზე განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გამწვანებას ეთმობა. მწვანე საფარი, ტყეები და გამწვანებულიგოლფის მოედანი თბილისი ჰილსის სამეზობლოს განუყოფელი ნაწილია, რაც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. მაცხოვრებლებს საშუალებააქვთ დატკბნენ არაჩვეულებრივი ხედებით შავნაბადას მონასტერზე, თბილისსა და ყაზბეგის მთაზე. ბუნებას ძალიან დიდი გავლენა აქვს სახლებზე თბილისიჰილსში.

თბილისი ჰილსში ცხოვრების წესიც განსხვავებულია. მაცხოვრებლებს აქვთ ყველანაირი ინფრასტრუქტურა სახლთან ძალიან ახლოს, დახურულ, დაცულ ტერიტორიაზე. ევროპული სკოლა და საბავშვო ბაღი, საბავშვო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, საცურაო აუზები, მარკეტები, სპა და ასე შემდეგ. აქ ყველაფერია დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე აქტიური ცხოვრების წესისთვის.

ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახლი უნდა იყოს უზარმაზარი და ძალიან ძვირადღირებული, რომ იყოს ლუქს კლასის, რაც სიმართლესთან ახლოს სულაც არ არის. მთავარი ამ დროს არქიტექტორის პროფესიონალიზმია. მისი გემოვნება და სტილის შეგრძნება გადამწყვეტ როლს თამაშობს. არქიტექტორსშეუძლია ძალიან მცირე ფართის ისე დაგეგმარება, რომ ვიზუალურად სახლი ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ასეა თბილისი ჰილსშიც. კერძოსახლის მფლობელები თავად ირჩევენ ფართობს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად კომფორტულია და არქიტექტორებთან ერთად არგებენ მას არსებულსივრცეს.

კიდევ ერთი დამატებით კომფორტი გრძელვადიანი ინვესტირების მსურველებისთვის ის არჩევანის მრავალფეროვნებაა, რასაც თბილისი ჰილსში თავაზობენ. მომავალ მაცხოვრებელს შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთი და თავად, საკუთარი დიზაინით ააშენოს ოცნების სახლი ან შეიძინოს რამდენიმე ვარიანტიდანერთერთი და დაიდოს ბინა მაღალი კლასის აპარტამენტში ან თუნდაც ე.წ თაუნჰაუსში, რაც დაწყვლებულ სახლებს ნიშნავს. ყველა ამ სახლის დიზაინიისეთივე დახვეწილი და თანამედროვე იქნება, როგორც კერძო სახლები ფოტოებზე. საერთაშორისო კვალიფიკაციის არქიტექტორებმა და დიზაინერებმაშექმნეს ბუნებრივი, მაღალი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული სახლების გეგმა, რომელიც ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს და თანარაჩვეულებრივად ერწყმის გარემოს. მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების მასალები გამოიყენება ინტერიერშიც. ენერგოდამზოგავი მასალები კიკომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის, რაც ეკოლოგიაზე ზრუნვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ყველაფერი ეს კი ისევ იმ არაჩვეულებრივი, ბუნებრივადგამწვანებული გარემოს დაცვისა და შენარჩუნებისთვისაა, რომელიც თბილისი ჰილსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ