ავტორი:

"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ჯანმრთელები" - ფსიქიატრი დაავადებასა და სტიგმაზე

"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ჯანმრთელები" - ფსიქიატრი დაავადებასა და სტიგმაზე

არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური დარღვევა (ფსიქიკური აშლილობა), რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენენ თავს. ზოგადად, ამ დარღვევების მქონე ადამიანებს - აზრების, იდეების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის არანორმალური გამოხატვა ახასიათებთ.

ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების სხვა დარღვევები, მათ შორის აუტიზმი.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს, ხშირად ემატება სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან. მეტად მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მიერ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა დახმარება და მხარდაჭერა.

ამ ტიპის პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ მათ მოთხოვნილებაზე ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, მხარდაჭერა საცხოვრებლისა და სამუშაოს მოძიებაში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პეკინის გამზირზე მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა და კიდევ ერთხელ წამოჭრა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების საკითხი, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და ხშირად ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერას.

რა უნდა იცოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირის ოჯახის წევრებმა, ვინ და როგორ უნდა იზრუნოს მათზე - ამ საკითხებზე სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ფსიქიატრ არჩილ ბეგიაშვილს ვესაუბრეთ.

"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე - ჯანმრთელები. უამრავი იმის დამადასტურებელი კვლევა არსებობს, სადაც ჯანმრთელ ადამიანებში მეტია დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ვიდრე პირიქით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანების სტიგმატიზირება.

უბრალოდ, იმდენად არაადეკვატურია ხოლმე ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომ ის ადვილად ხმაურდება და შესაბამისად ჩანს, ამიტომ საზოგადოებაში ეს კარგ ნიადაგს იძლევა მითების განვითარებისთვის.

ფსიქიკურად დაავადების მქონემაც შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ სწორედ იმისთვის არსებობს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც შედგება მრავალი სხვადასხვა სერვისისგან რომ მოახდინოს პრევენცია. ერთ-ერთი ტენდენციაა, რომ დიდი საავადმყოფოები დაიხუროს, მაგრამ პარალელურად განვითარდეს სათემო სერვისები, რომ ეს ადამიანები, მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკლია.

რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, გაცილებით მეტ ადამიანს პატრონობს. საქართველოში თქმაც კი ძნელია, რა ხდება ამ სისტემაში, არ არსებობს ადეკვატური სტატისტიკაც.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ფაქტის გამო ბევრი შეშინდა, როცა უცნობმა ქალმა ქუჩაში ბავშვი დაჭრა... საუბარია, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, ვინც ასეთ პაციენტებთან ერთად ცხოვრობენ?

- გეტყვით, რომ საერთოდ სისტემის, სათემო სერვისების მოვალეობაა, მათ შორის, ჟურნალისტებისაც, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, ხოლო მათ, ვისაც ოჯახში ასეთი პაციენტები ჰყავს, უნდა მიიღონ ინფორმაცია სპეციალისტებისგან. ჩანასახის დონეზე არსებობს ოჯახის ფსიქოგანათლება, ტარდება ოჯახის წევრების ტრენინგი, როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც ადამიანი არაადეკვატურ ქცევას გამოავლენს.

რაც უკეთესად და მეტად მუშაობს სისტემა, რაც მეტად არიან ადამიანები ჩართულები ამ მიმართულებით, ნაკლებ პრობლემებს ვაწყდებით

ჩვენ პრევენციაზე უნდა ვიფიქროთ და არა ვიღაცის დასჯაზე. რაც მეტად ვიფიქრებთ პრევენციაზე, ასეთ შემთხვევაში, უკეთესი შედეგი გვექნება. დამერწმუნეთ, ოჯახის წევრები ხშირად თვითონ არიან დაინტერესებული, ცოდნა აიმაღლონ ამ მიმართულებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

თუ ოჯახს ფსიქიკურად დაავდებული ადამიანი ჰყავს, უნდა მივიდეს ექიმთან, შეაფასონ სწორად რისკები, ისწავლონ ამ ადმიანის მდგომარეობის სწორი შეფასება. თუ ატყობენ, რომ ამას თვითონ ვერ აკეთებენ - დროულად მიმართონ სპეციალიტს, აღნიშნულ თემებზე ცოდნას ოჯახის ფსიქოგანათლება იძლევა.

- რაში ვლინდება ადამიანის ფსიქიკური დაავადება?

- არსებობს ტერმინი - სოციალურად კომპეტენტური ქცევა, როდესაც ადამიანის ქცევა შეესაბამება სოციალურ გარემოს: შესაბამის ადგილას შესაფერისი სამოსი აცვია, შესაბამისად იქცევა, აქ არანაირ პრობლემასთან ცხადია არ გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც დარღვეულია ეს ყველაფერი, ადამიანს აქვს არადეკვატური ქცევა, ასეთივე მიმიკა, ჟესტები, ჩაცმულობა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როდესაც გამომეტყველება, ჟესტ-მიმიკური რეაქციები, სიტუაციის ადეკვატური არ არის, ასევე გამოთქვამებს აზრებს, რომ უთვალთვალებენ, დასცინიან, მაგრამ ამის რეალური მიზეზი არ არსებობს... ახალგაზრდებში ხშირად ასე ვლინდება: ერღვევათ დღის რეჟიმი, აღარ ურთიერთობენ თანატოლებთან, სახლში იკეტებიან, ან სოციალურ ქსელს ეჯაჭვებიან და რეალურ ურთიერთობებს ვირტუალურით ანაცვლებენ.

- ეს ყველაფერი გენეტიკურია თუ შეძენილი?

- არის ასეთი ეკლეკტიკური თეორია - სტრეს-მოწყვლადობა. მოწყვლადობაა, რასაც ადამიანი მშობლისგან იღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გამოვლინდება. თუ ასეთი მოწყვლადობის ადამიანს დაემართა სტრესული სიტუაცია, ამ ერთიანობის შეთხვევაში, შეიძლება ეს დაავადება დაეწყოს.

რატომღაც ყოველთვის აქცენტს ფსიქოზებზე აკეთებენ, მაგრამ ფსიქიატრია არ არის მხოლოდ ფსიქოზები, დაავადება შეიძლება შფოთვითი აშლილობების, ისტერიული და ფსიქოზების სახითაც გამოვლინდეს. ფსიქოზების ერთ-ერთი სახე შიზოფრენიაა, აფექტური აშლილობა...

- დეპრესია, ნევროზი, არის თუ არა ნაბიჯი ფსიქიური დაავადებისკენ?

- რასაც ნევროზს ეძახიან, შფოთვითი აშლილობაა, რაც საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაა. თუ ნორმალური სისტემაა, ამ აშლილობასაც უვლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა, არიან შესაბამისი სპეციალისტები. თუ დაბალანსებულია სისტემა ერთნაირად იყენებენ წამლებს, ფსიქოტროპულ თერაპიას, თუნდაც დეპრესიისთვის, ნევროზისთვის. ჩვენთან ფსიქოთერაპია საერთოდ არ არის როგორც სპეციალობა აღიარებული.

ამ პრობლემას კიდევ ის ამწვავებს, ამ დარგს ბევრი არაკომპეტენტური ადამიანიც ჰკიდებს ხელს და მასზე პრეტენზიას გამოთქვამს.

სამწუხაროდ, ამ საკითხზე სტიგმა როგორც საქართველოში, ისე დასავლეთშიც არსებობს და საზოგადოებრივი ტელევიზიები თავის პროგრამებში ასეთ არაპოპულარულ თემებზე მუშაობენ... თუმცა, თანდათან იცვლება საზოგადოება, პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ