ავტორი:

ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, "საქართველომ პროვოკაცია სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად" მოაწყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, "საქართველომ პროვოკაცია სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად" მოაწყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მიწების გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი.

დიმიტრი მედოევმა პასუხი გასცა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც აშშ-ს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, „გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ".

„როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია „ტალკის“ და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტის და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებზე და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე.

ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს მიწები და ბიზნესის უსაფრთხო წარმოების გარანტიებიც მისცა“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე სიტყვებით, საქართველოს მხარესთან ბევრი კითხვაა, მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია: „როგორ შეიძლება სიტყვით სამშვიდობო პროცესისკენ მიისწრაფოდე, რეალურად კი ვიღაცის ანგარებიანი ინტერესების გამო საქმე ომის გაჩაღებამდე მიიყვანო“.

ამ ინფორმაციას „sputnik-ossetia.ru“ ავრცელებს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?