ავტორი:

თავდასხმა საფრანგეთში - გარდაცვლილია 19 წლის ახალგაზრდა, არიან დაშავებულები

თავდასხმა საფრანგეთში -  გარდაცვლილია 19 წლის ახალგაზრდა, არიან დაშავებულები

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა დანით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, მეორეს ძებნას კი პოლიცია ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც არის ჩართული. დაშავებულთაგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარის შემდეგ ქალაქში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა.

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს