ავტორი:

ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა, - ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს:

"ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა", - ინფორმაცია "პირველ არხთან" მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა და სპორტული კომენტატორი იყო.

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს მოვიდა საქართველოს ტელევიზიაში და წლების მანძილზე მიყავდა საინფორმაციო პროგრამა "მოამბე". აღიარება და პოპულარობა კი, სპორტული გადაცემების წამყვანს პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ