ავტორი:

მდინარე ალაზანში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო - "ამბობენ, სხვის დახმარებას ცდილობდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხაო"

მდინარე ალაზანში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო - "ამბობენ, სხვის დახმარებას ცდილობდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხაო"

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანში,სოფელ კოლაგში მცხოვრები 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. როგორც AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ბიჭი მდინარზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის სხვის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დინებამ წაიღო და დაიხრჩო.

"ნათესავები მდინარეზე საქეიფოდ იყვნენ წასულები. დეიდაშვილებთან და ახლობლებთან ერთად წყალში შესულა, ხუმრობდნენ წყალს ასხამდნენ ერთმანეთსო. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი დინებამ წაიღო და ეს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ გამოსვლა ვეღარ მოახერხა. სავარაუდოდ, დინებამ დაგუბებულ წყალში წაიღო, სადაც დაახლოებით 4 მეტრი სიღრმეა. ცხედარიც მაშველებმა იქიდან ამოიყვანეს" - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ზურაბ წინწალაშვილი.

მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ