ავტორი:

არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

არსებული ინფორმაციით, სუს-ის  ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ. ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრის გიორგი გახარიასკანდიდატურაა წარდგენილი. შს მინისტრად კი სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ინიშნება.

სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნება. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება, ასევე, არსებული ინფორმაციით, ის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ