ავტორი:

ვინ არის მოცეკვავე, რომელსაც შეყვარებულმა ხელი ათასობით მაყურებლის წინაშე სთხოვა - რომანტიკული სანახაობა "ბლექ სი არენაზე"

ვინ არის მოცეკვავე, რომელსაც შეყვარებულმა ხელი ათასობით მაყურებლის წინაშე სთხოვა - რომანტიკული სანახაობა "ბლექ სი არენაზე"

"ბლექ სი არენაზე" მიუზიკლ "ჩხიკვთა ქორწილის" დასასრულს, ათასობით მაყურებელი საოცრად რომანტიკული სანახაობის მომსწრე გახდა - წარმოდგენის ერთ-ერთ მონაწილეს, შორენა ჯაფარიძეს შეყვარებულმა ხელი აუდიტორიის წინაშე სთხოვა.

შორენა ჯაფარიძე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და სამოდელო სააგენტო „ფეშენ შარმის“ მოდელია. AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში გოგონა წარმატებულ სპექტაკლსა და მოულოდნელ ხელის თხოვნაზე გვიყვება:

„თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული ფაკულტეტი დავამთავრე. „ჩხიკვთა ქორწილში“ ანსამბლ „რუსთავის“ რამდენიმე მოცეკვავე მიგვიწვიეს. სპექტაკლში მოცეკვავე ჩიტუნას როლი მაქვს. ამ ზაფხულს, წარმოდგენის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა - შეყვარებულმა წარმოდგენის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელად, ხელი მთხოვა. ეს იყო ულამაზესი და განუმეორებელი წუთები!

ყოველთვის, როდესაც ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად გამოვდივარ, დიდი პასუხისმგებლობაა. ამჯერად მათთან ერთად, "ბლექ სი არენაზე" მესამე წარმოდგენა მქონდა. მოგეხსენებათ, რა მასშტაბის სცენაა და იქ ყოველთვის დიდი რაოდენობის მაყურებელია, რაც უნდა პროფესიონალი იყო, ასეთ დროს ყოველთვის ღელავ.

დარბაზში იჯდა ჩემი შეყვარებული ნიკა მნათობიშვილი თავის მეგობრებთან ერთად. ცხადია, არანაირ სიურპრიზს არ ველოდი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ რადგან დარბაზში იყო, განსაკუთრებულად უნდა მეცეკვა. ყოველთვის დიდ ემოციას ვტოვებ ხოლმე ცენაზე, მაგრამ როცა საქმე შეყვარებულს ეხება, ალბათ, მაშინ უფრო მეტს სთხოვს ადამიანი საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ვეცადე, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი, მაგრამ წინ რა მელოდა, რა ვიცოდი?!

კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, როცა „პაკლონზე“ გამოვედით, როგორც ხდება, საოცარი აპლოდისმენტები იყო, რაც - „ბლექ სი არენაზეც“ უწყვეტად მიმდინარეობს ხოლმე, არ სრულდება. გია ბაღაშვილმა გვითხრა, სანამ აპლოდისმენტები იქნება, სცენაზე დავრჩეთო და უცებ, მიკროფონში აცხადებს: დარბაზში არის ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ახლა ყველა გაიცნობთო...

- გია ბაღაშვილთან შეათანხმა შენმა რჩეულმა ეს ამბავი?

- კი, ეს მერე გავიგეთ, მაგრამ მანამდე ბატონი გიას ეს სიტყვები რომ გავიგე, მივხვდი, ამ საქმეში ნიკა რაღაცაში იყო გარეული...

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ქორეოგრაფს, - ფრიდონ სულაბერიძეს და მაესტრო გია ბაღაშვილს - „ჩხიკვთა ქორწილის“ მუსიკალურ ხელმძღვანელს.

- ვინ არის შენი რჩეული, რომელმაც ასე ორიგინალურად გადაწყვიტა შენთვის ხელი ეთხოვა?

- ნიკოლოზ მნათობიშვილი - ის ფეხბურთელი იყო, ახლა კერძო ბიზნესი აქვს... ჩვენი სიყვარული მართლა ლამაზად დაიწყო და ასევე ვითარდება... ნიკა სამეგობროს ერთ-ერთი თავშეყრისას გავიცანი. მაშინვე შთაბეჭდილება მოახდინა და გულში რაღაც დამიტოვა, მაგრამ ჩვენი ამბავი უცებ არ განვითარდა.

ანსამბლ „რუსთავს“ იაპონიაში თვე-ნახევრიანი გასტროლი ჰქონდა. იქ რომ წავედი, მაშინ მივხვდი, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდა. რომ ჩამოვედი, მერე ყველაფერი უცებ აეწყო და განვითარდა. ღმერთის წყალობით, დღეს მე და ნიკა ერთად ვართ!

- მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“ ჰქვია, რომელშიც ცეკვავთ და ისე მოხდა, რომ სპექტაკლის შემდეგ თქვენი ოჯახიც შეიქმნა...

- დიახ, ასე მოხდა, ხელის თხოვნისას საოცარი ემოცია და რეაქცია მქონდა. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. ჩვენი შეყვარებულობა 9 თვე გაგრძელდა და ქორწილიც მალე გვექნება.

ბედნიერი ვარ და ასე ვიქნები მის გვერდით, რადგანაც ნიკასთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობ. ის მიზანდასახული, შინაგანად ძალიან სუფთა ადამიანია, არანაირი სიყალბე მასში არ არსებობს, რასაც ყველაზე მატად ვაფასებ...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება