ავტორი:

ბათუმს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია

ბათუმს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს, გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი ეწვია.

მიშელ სონი ფესტივალის აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ყოველ წელს ფესტივალის ფარგლებში იმართება მაესტროს მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის.

ბათუმის რიგით მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში 5, 6 და 7 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მიშელ სონის მასტერკლასები უკვე შერჩეული ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის არის შესაძლებელი.

9 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილია მაესტო მიშელ სონის ლექცია-სემინარი „მუსიკის გავლენა განათლებაზე“, მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდი Sos Talents, ერთობლივად ზრუნავენ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენაზე, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ მიშელ სონის მასტერკლასები და გაემგზავრონ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

5 და 6 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში, მიშელ სონის მოწაფეების ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტების ალექსანდრა მასალევასა და ლიდი სოლომონის კონცერტები გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება