ავტორი:

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ანრი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა გაიმართა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ანრი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა გაიმართა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში დღეს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, წარმოშობით ქართველი, ცნობილი მხატვრის ანრი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის 2008 წელს შექმნილი ნახატები, რომლებიც იმ უიარაღო ქართებლებს მიუძღვნა, ვინც რუსული ჯარების მიერ ოკუპაციის გამო დაზარალდნენ.

"ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში, მამაჩემის ქვეყანაში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. მადლობა ელისო ბოლქვაძეს ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურია ჩემთვის ქართველი დამთვალიერებლის წინაშე ნამუშევრების გამოფენა. იმედი მაქვს კიდევ შევძლებ გამოფენის გამართვას საქართველოში", - აღნიშნა ანრი მაჭავარიანმა.

გამოფენას სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოსული საპატიო სტუმარი იუნესკოს მშვიდობის ელჩი მადლენ გობეი დაესწრო და ანრი მაჭავარიანის შემოქმედების შესახებ ისაუბრა.

მხატვრობის პარალელურად წლების განმავლობაში ანრი მაჭავარიანის ხელწერის ქვეშ ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები იყო პარიზის, რომის, მილანის და ტოკიოს ქუჩებში გამოფენილი, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა. მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი რეკლამის ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორად არის აღიარებული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება