ავტორი:

"ვერ გნიშნავ, რადგან დაბლოკილი გყავარ... ძალიან მიყვარდი" - როგორ ულოცავს იუბილარ ქეთა თოფურიას გუფი და რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

"ვერ გნიშნავ, რადგან დაბლოკილი გყავარ... ძალიან მიყვარდი" - როგორ ულოცავს იუბილარ ქეთა თოფურიას გუფი და რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

А студио-ს სოლისტი ქეთა თოფურია დღეს იუბილარია. მომღერალი 33 წლის გახდა. იუბილარ ყოფილ შეყვარებულს იუბილეს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე რუსი რეპერი გუფი ულოცავს.

"ქეთა, არ შემიძლია მოგნიშნო, რადგან დაბლოკილი გყავარ. დაბადების დღეს გილოცავ! მადლობა! ძალიან მიყვარდი! ბედნიერება შენ!", - წერს გუფი და ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ქეთა თოფურიამ გუფისთან ურთიერთობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ ამჟამად ცხოვრების სხვადასხვა წესი გვაქვს, როგორ აღარ ვცადეთ, რა აღარ ვიღონეთ, რომ რაიმე საერთო კავშირი გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა იგი".

როგორც ჩანს, ქეთა თოფურიას პირად ცხოვრებაში სიახლეა, А студио-ს სოლისტმა ცოტა ხნის წინ იტალიაში დასვენების ამსახველი რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის უცნობ მამაკაცთან ერთად არის, თუმცა ფოტოზე მამაკაცის სახე არ ჩანს.

აქვე უნდა ითქვას, რომ 33 წლის მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს