ავტორი:

"მოუთმენლად ველი თბილისის, საქართველოს და ქართველების გაცნობას!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვირტუოზ მევიოლინე დევიდ გერეტთან

"მოუთმენლად ველი თბილისის, საქართველოს და ქართველების გაცნობას!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვირტუოზ მევიოლინე დევიდ გერეტთან

13 სექტემბრის თბილისი უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას მასპინძლობს - ეს ვირტუოზი მევიოლინის, დევიდ გერეტის კონცერტია! მუსიკოსი ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრება და მსოფლიო ტურნეს თბილისიდან დაიწყებს. ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ შემოქმედებას ქართველ მსმენელს პირველად წარუდგენს.

მუსიკოსი, როგორც ქართველი მსმენელის გაცნობის, ისე თბილისისა და საქართველოს აღმოჩენის იდეითაც არის შეპყრობილი და იმედი აქვს, რომ ბევრ მისთვის ახალ გამოცდილებას მიიღებს.

რა მოლოდინები აქვს გერეტს 13 სექტემბრის კონცერტისგან და საქართველოში ვიზიტისგან? - ამის შესახებ დაუსვა მას კითხვები AMBEBI.GE-მ. დევიდ გერეტთან ინტერვიუს ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად ვთავაზობთ:

- მსოფლიო ტურნეს საქართველოდან იწყებთ. როგორია თქვენი განწყობა თბილისში ჩამოსვლამდე?

- მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე, როგორც წესი, საკმაოდ ვღელავ ხოლმე. მოსამზადებლად ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ ამავდროულად, პირველი კონცერტის მომზადებას თან დიდი სიხარული ახლავს.

მსოფლიო ტურნეს თბილისიდან დაწყება ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩემი კარიერის განმავლობაში აქ არასდროს არაფერი შემისრულებია. ასევე, მოუთმენლად ველი ქალაქის, ქვეყნისა და ხალხის გაცნობას.

- რა მოლოდინები გაქვთ ქვეყნისგან და ასევე, საქართველოში თქვენი კონცერტისგან?

- ვფიქრობ, ჩემი, როგორც მუსიკოსის მოლოდინები კარგი კონცერტის ჩატარებაა. გარდა ამისა, ქალაქისა და ქვეყნის აღმოჩენასაც მოუთმენლად ველოდები.

- ქართველ მსმენელს თქვენი მუსიკა უყვარს. რაიმე თუ გსმენიათ თქვენი ქართველი ფანების შესახებ და როგორ ემზადებით მათთან შესახვედრად?

- როგორც აღვნიშნე, საქართველოში პირველ კონცერტს ვატარებ და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მის შესახებ გათვითცნობიერებული იყო. ცხადია, ჩემი, როგორც მუსიკოსის მიზანია შთამბეჭდავი კონცერტის გამართვა. ყველაფერი დანარჩენი კი ადგილზე გამოჩნდება.

- არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული იდეა ჩადებული თქვენი ალბომის სახელში Unlimited?

- დიახ, არის. ჩემთვის Unlimited აღწერს იმას, რასაც ვქმნი, როგორც ხელოვანი. ჩემი აზრით, მუსიკას შეუძლია, ყველასთან მიაღწიოს. არამხოლოდ პოპს, როკს, ჯაზს ან კლასიკურ მუსიკას, არამედ იმ მუსიკასაც, რომელსაც მე დღეს საკმაოდ ტრადიციულ ინსტუმენტზე, ვიოლინოზე ვასრულებ, რომელიც დღეს შეიძლება, არცთუ ისე პოპულარული იყოს, შეუძლია, ყველასთან მიაღწიოს.

ეს ჩემთვის ყოველთვის ვარსკვლავებამდე მიღწევას ნიშნავდა, მუსიკით სიამოვნების მიღებას, რაც შეიძლება, მეტ ადამიანთან კავშირს. ეს იყო რაღაც, რაც ყოველთვის ულიმიტოდ მაგრძნობინებდა თავს, მაგრამ არასდროს მითქვამს - „მე მხოლოდ ამას გავაკეთებ და ბოლომდე ამაზე ვიქნები ორიენტირებული“, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა აღმომეჩინა ყველაფერი, რისი შეთავაზებაც მუსიკას მსოფლიოსთვის შეუძლია".

დევიდ გერეტისა და მისი ბენდის კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. სექტემბერს პერფორმანსი 20:00 საათზე დაიწყება და მსმენელი 3 დაუვიწყარ საათს გაატარებს.

კონცერტს ორგანიზება საქართველოს კულტურის პალატამ გაუწია. მუსიკოსმა მათ უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონცერტზე ახალ ალბომს UNLIMITED – LIVE 2019-საც შეასრულებს. მსმენელს ცნობილი კომპოზიციების მოსმენის შანსიც ექნება: Smooth Criminal, Nothing Else Matters, He’s a Pirate, Viva la Viva და სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება