ავტორი:

"ხალხი ელოდება დადებით ცვლილებებს" - პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს

"ხალხი ელოდება დადებით ცვლილებებს" - პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერობას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს. მისალოც წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად.

უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთის სათნო საქმეში“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ