ავტორი:

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019-მდე“ ერთ თვეზე ნაკლები რჩება

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019-მდე“ ერთ თვეზე ნაკლები რჩება

მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალი, ღვინის მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდება. ღვინის დიდ კომპანიებთან ერთად, ფესტივალში აქტიურად ჩაერთვებიან მცირე მარნებიც, რომლებიც წარადგენენ იმ იშვიათ და განსაკუთრებულ ღვინოებს, რომლებიც მასობრივად ხელმისაწვდომი არ არის.

ღვინის დეგუსტაციისა და გამოფენა-გაყიდვის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი. სტუმრებს მათი დაგემოვნების საშუალებაც მიეცემათ. გამოიფინება საქართველოს თემაზე შექმნილი აქსესუარები, წიგნები ღვინის შესახებ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის დაიდგმება პერფორმანსები, ხალხური ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკოსების მიერ შესრულდება ქართული სიმღერები, გაიმართება ელის ფეირინგის წიგნის „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა. გასული წლების მსგავსად, დამთვალიერებლები იხილავენ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუს. ეს დღე ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1555639521245657/

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება