ავტორი:

"ამ ყველაფრისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის მესამე ქორწინება და ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტოები

"ამ ყველაფრისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის მესამე ქორწინება და ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტოები

მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. მომღერალი 2018 წლის ივლისში მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული სტუდენტი ანი ჩხეიძეა. ანი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტია, წყვილმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნო.

ბექას მეგობრებისთვის მისი დაქორწინება მოულოდნელი იყო - ბექამ ერთობლივი ფოტო გვიან ღამით სოც-ქსელში განათავსა და დაწერა: "ჩემი გოგოა ეს, მიყვარს ყველაზე ძალიან".

მომღერლისთვის ეს მესამე ქორწინებაა.

"ჩემზე ბედნიერი თუ ვინმეა ამქვეყნად, ღმერთმა გაბედნიეროთ ყველა. "ჩემი ბარდღუ", ჩემი დღესასწაულია ეს გოგო, ამ ყველაფრისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება", - წერს მესამე ცოლთან ქორწილის ფოტოზე მომღერალი.

წყვილს უკვე შვილიც ჰყავს, პატარა ერეკლე.

"ერთი წელიც გასულა ამასობაში, ბედნიერი ერთი წელი, კიდევ ძალიან ბევრი წელი მოგვცეს ღმერთმა ბედნიერი. გვიყვარხარ მე და ერეკლეს "ბარდღუ"", - წერს ერთ-ერთი ოჯახური ფოტოს აღწერაში მომღერალი.

ბექა თბილისში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მისი სასიყვარულო ისტორიები ხშირად ხვდებოდა ყვითელი პრესის ფურცლებზე.

წლების წინ ბექა სკანდალში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილის სიყვარულის გამო გაეხვა. წყვილი გაიპარა.

თუმცა, როგორც ამბობენ, ვანო ჩხარტიშვილმა შვილი აიძულა, ბექას წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მაშინ ბექა ციხეში მოხვდა. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ბექა გაათავისუფლეს.

მეორედ ბექას სიყვარულით ქართული პრესა მაშინ დაინტერესდა, როდესაც ის და მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, წყვილი ეკო ფანგანის ინიციატივით დაშორდა. მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ბექა ქალებთან ფლირტს ვერ გადაეჩვია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება