სოჭში ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი იხსნება

სოჭში ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი იხსნება

დღეს სოჭში ცნობილი რუსი პოეტისა და მსახიობის ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის გახსნა ხელოვანის გარდაცვალების 30 წლისთავს უკავშირდება. 

მუზეუმი ადლერის პანსიონატის "ბურგასის" ტერიტორიაზე, ვისოცკის საზოგადოებრივი ფონდის "ვერტიკალისა" და მისი ხელმძღვანელის ალექსანდრ ზუბოვის სახსრებით მოეწყო. მუზეუმის სამ დარბაზში ვისოცკის ფოტოსურათებს, ავტოგრაფებს და პირად ნივთებს გამოფენენ.

ექსპოზიციაში ასევე წარმოდგენილი იქნება სურათების გალერეა, რომლებიც ამ ხელოვანის შემოქმედების მოტივებზეა შექმნილი. მუზეუმის დარბაზებში ექსკურსიების გარდა, შემოქმედებითი საღამოებისა და მხატვრული ფილმების წარმოდგენების გამართვაც იგეგმება.

ექსპოზიციის ფინალი მონუმენტით - "შავი სანთლითაა" წარმოდგენილი. ეს პროექტი ვლადიმერ ვისოცკის ამავე სახელწოდების რომანთან დაკავშირებით შეიქმნა. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამით მუზეუმის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ცნობილი პოეტისა და მსახიობის ხსოვნას პატივი სანთლის ანთებით მიაგონ.

ვლადიმერ ვისოცკი ოცდაათამდე მხატვრულ და სატელევიზიო ფილმში მონაწილეობდა. ის ასევე წერდა ლექსებსა და სიმღერებს, რომელთაგან საუკეთესეობი მსოფლიო კულტურის ოქროს ფონდშია შესული.

ვისოცკი 1980 წლის 25 ივლისს მოსკოვში, საკუთარ ბინაში ინფარქტით გარდაიცვალა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა