ავტორი:

"სამივე სავარძელში გარდაცვლილი ნახეს..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა

"სამივე სავარძელში გარდაცვლილი ნახეს..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა

ზესტაფონში დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

ადგილობრივების თქმით, ახლაგაზრდა ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო.

"დილიდან რომ არ გამოჩნდნენ, ახლობლებმა მოკითხეს. ბინაში, მეორე სართულზე ფანჯრიდან შევიდნენ და სამივე გარდაცვლილი იყო" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი.

გარდაცვლილი 25 წლის მირანდა სხილაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.

"2 კვირის გადმოსული იყო ზესტაფონში ქირით... მანამდე სოფელში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად... გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო და რაიმე საქმით დაკავებულიყო, მაგრამ არ დასცალდა... დღეს მთელი დღე ურეკავდნენ მშობლები, მაგრამ რომ არ უპასუხა შემდეგ მისმა სიძემ მოახერხა ფანჯრიდან გადასვლა და ეს ამბავი დახვდა... სამივე, დედაც და შვილებიც სავარძელში გარდაცვლილი ნახეს... როგორც ჩანს, საღამოს ტელევიზორს უყურებდნენ " - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი გოგონას ნათესავი.

ადგილზე პოლიცია და "სოკარ გაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ამ ეტაპზე ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ