ავტორი:

პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა

პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

გავრცელებულმა ინფორმაციამ უკვე გამოიწვია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება. სოციალური ქსელში მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებას იხსენებენ, როცა შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე აღმოჩნდა. აღნიშნულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს უკვე მოუხდა განმარტებების გაკეთება.

რაც შეეხება ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულს, მას ქართული მართლმსაჯულება 12 წელიწადი ეძებდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2004 წელს მომხდარი დანაშაული, 2016 წელს გახსნა.

ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი 2004 წლის 27 ოქტომბერს, მოკლეს.

იმ დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით ოთხმეზური გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება 2004 წელსვე დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა.

დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე მხოლოდ 2016 წლის 26 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა.

2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ