ავტორი:

ამერიკელი ხალხის დახმარება საქართველოსთვის - თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი აშენდება

ამერიკელი ხალხის დახმარება საქართველოსთვის - თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი აშენდება

აშშ საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტ თანხას გამოჰყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა ვრცელებს:

"ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ "გლობალ ჰილინგსა" და "ჯო ენის" სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება" - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ხალხის დახმარება საქართველოსთვის USAID-ის პროექტის ფარგლებშია გამოყოფილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი