აშშ-ის ხელისუფლება ბოლო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვის სფეროში უზარმაზარი დანახარჯების შემდეგ, მის შემცირებას გეგმავს, რისი მიზეზიც პენტაგონზე პოლიტიკური გავლენის გაზრდა და საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრაა, - წერს გაზეთი New York Times.
კანონმდებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის, ერაყში საომარი მოქმედებების თანმიმდევრული შეწყვეტის, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ობამასეული გეგმის გამო, სავსებით შესაძლოა, აშშ-ის კონგრესი პენტაგონისთვის ფინანსირების შემცირებას დათანხმდეს.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ძალას არ იშურებს, რათა სამხედრო ხარჯები დიდად არ შემცირდეს და სანაცვლოდ პირობას დებს, რომ პენტაგონის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.
თუმცა, დემოკრატები სხვაგვარად ფიქრობენ და პენტაგონზე პოლიტიკურ ზეწოლას აძლიერებენ, ისინი ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითხოვენ. დემოკრატებს მთავარ არგუმენტად აშშ-ის სახელწიფო ვალი მოჰყავთ, რომელიც 13 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მათი თქმით, საბიუჯეტო და სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა სწორედ სამხედრო ხარჯების სასწრაფო შემცირებით შეიძლება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.