ავტორი:

აგარასთან ავარიის შედეგად დაშავებული პატრული ღუდუშაურის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აგარასთან ავარიის შედეგად დაშავებული პატრული ღუდუშაურის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ქარელთან, დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომელი, ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მარინე გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

"პაციენტის მდგომარეობა ადგილზეც და გადმოყვანის შემდგომაც შეფასდა და გამოკვლევების შემდგომ საჭირო გახდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც ჩატარდა კიდეც, მიუხედავად სირთულისა. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებები ამ დროისთვის გამოიხატა ძირითადად თავის არეში - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა - რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობა ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ის მართვით სუნთქვაზეა", - განაცხადა მარინე გელანტიამ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ