ავტორი:

ნათია ლაზაშვილი 9-საათიან "კურიერს" წაიყვანს

ნათია ლაზაშვილი 9-საათიან "კურიერს" წაიყვანს

"რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნათია ლაზაშვილი იქნება. ამის შესახებ სააგენტო sova.news წყაროზე დაყრდნობით წერს. თუმცა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ყველა სიახლეს საზოგადოება ტელეკომპანიის განახლებული ეთერის გასვლის შემდეგ გაიგებს.

ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE წერდა, რომ 9-საათიანი "კურიერის" წამყვანები ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი იქნებოდნენ - ამ პოზიციებზე რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ ნათია ლაზაშვილსა და ირაკლი იმნაიშვილზე შეაჩერეს არჩევანი.

ნათია ლაზაშვილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამთავრობო უწყებებში მუშაობს, ამ ეტაპზე პრემიერის აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველის პოსტს იკავებს.

ლაზაშვილი ტელეკომპანიის დაფუძნებიდან მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, ის 1995-2006 წლებში უძღვებოდა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. 2006 წელს მან ტელეკომპანია დატოვა სხვა წამყვან ჟურნალისტებთან ერთად.

ამის შემდეგ ტელეეკრანზე 2012 წელს დაბრუნდა "მეცხრე არხის" ეთერში, თუმცა მალევე დატოვა ტელევიზია და პიარ სამსახურში გადაინაცვლა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

წყარო: sova.news

წაიკითხეთ მეტი "რუსთავი 2"-ის ახალი სახეების შესახებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი