ავტორი:

ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე - "შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა"

ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე - "შეცდომაა შავი კოლგოტის ჩაცმა"

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეწყალების საქმეების სკანდალის შემდეგ, საკუთარი ჩაცმულობის გამო გაეხვა სკანდალში. ქვეყნის პირველი პირი, რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის - მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა საყვარელ ფერს, წითელს არც ამჯერად უღალატა - შავ კაბაზე, წითელი პალტო ეცვა და სწორედ ამ პალტოსა და შავი კოლგოტის გამო, ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ამ ჩაცმულობის შემდეგ, პრეზიდენტზე როგორც გემოვნებიან ადამიანზე შთაბეჭდილება შეეცვალათ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ ჩააცვა ტრამპთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილს და გავარკვიეთ, რომ საკუთარი სტილი უმაღლესი დონის შეხვედრაზე დასასწრებად, ზურაბიშვილმა საყვარელ ქართველ დიზაინერს - ქეთი ჩხიკვაძეს ანდო. AMBEBI.GE ქეთი ჩხიკვაძეს საფრანგეთში დაუკავშირდა.

- ქალბატონ სალომეს დონალდ ტრამპთან ოფიციალურ მიღებაზე ჩემს მიერ შეკერილი წითელი მოსაცმელი ეცვა. გამგზავრებამდე მოვიდნენ ჩვენს მაღაზიაში მისი წარმომადგენლები, რამდენიმე კოსტიუმი აარჩიეს და ქალბატონმა სალომემ სწორედ ამ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.

ის არ არღვევს დაპირებას და პრეზიდენტის სავარძლის დაკავების შემდეგაც, ქართველ დიზიანერებზე აკეთებს არჩევანს. მეორე დღეს გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე რომ ნაცრისფერი პიჯაკი ემოსა, ის თამუნა ინგოროყვამ შეუკერა. ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს პრეზიდენტი. ზოგჯერ თავად მოდის შოურუმში, ზოგჯერ წარმომადგენლები მოდიან.

- რომელი წლის კოლექციიდან არის ეს წითელი პალტო?

- ეს წითელი მოსაცმელი ზაფხულის კოლექციისთვის შეიქმნა. ვნახე, ამ ჩაცმულობის გამო, როგორ გააკრიტიკეს ის, მაგრამ კრიტიკა კარგია.

- შავი კოლგოტიც თქვენ შეურჩიეთ? დასაშვებია ასეთი დონის შეხვედრებზე შავი კოლგოტით გამოჩენა?

- ჩვენთან შეარჩია წითელი მოსაცმელი, რაც შეეხება ოფიციალურ დრეს-კოდს ნამდვილად არ ვიცი, ასეთი დონის შეხვედრებზე დასაშვებია თუ არა შავი კოლგოტის ჩაცმა.

AMBEBI.GE მოდის ცნობილ კრიტიკოსს დალი ჩიტალაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც პრეზიდენტის სკანდალური ჩაცმულობა შეაფასა.

- კულუარული ინფორმაცია მაქვს, რომ ქალბატონი სალომე არის თავისებური ადამიანი, რომელიც არავის რჩევებს არ ითვალისწინებს. ასე, რომ დიზაინერის გაკრიტიკება სწორად არ მიმაჩნია, მითუმეტეს ქეთი ჩხიკვაძის, რომელსაც არაჩვეულებრივი ხედვა აქვს და ჩემს გარდერობშიც არის მის მიერ შექმნილი სამოსი.

მე "სთაილინგს" ვაკეთებ და ვიცი, რა რთულია ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც არავის არ ემორჩილებიან, მაგრამ ქალბატონი სალომესიც მესმის. ის არის პრეზიდენტი და არ აქვს ფიქრის დრო, რა ჩაიცვას.

რთულია იყო თანამდებობის პირი, მითუმეტეს პრეზიდენტი და ჩაცმაზეც იფიქრო. ამიტომ მას უნდა ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ურჩევს, სად რისი ჩაცმა ჯობია. უშუალოდ ამ ჩაცმულობას რაც შეეხება, ძალიან ლამაზი მკლავები აქვს ამ პალტოს. პროტოკოლის მიხედვით, ოფიციალურ შეხვედრებზე მუხლი არ უნდა უჩანდეს პირს, ქალბატონ სალომეს კი აცვია მოკლე კაბა და მუხლს უფარავს პალტო - ეს არის შეცდომა. შეცდომაა ასევე შავი კოლგოტის ჩაცმა.

მე მის ადგილზე ჩავიცვამდი ბეჟი ფერის კოლგოტს, არ შევიკრავდი პალტოს და ცოტა დავაგრძელებდი კაბის სიგრძეს. საერთო ჯამში, მის ამ ჩაცმულობას 3+-ით შევაფასებ".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება