ავტორი:

ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს - მათ შორის არასრულწლოვნებიც

ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს - მათ შორის არასრულწლოვნებიც

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. მათ ბრალი 178-ე, ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული. ინფორმაცია ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

აღნიშნულ საქმეზე დამატებით დეტალები "კურიერმა" გაარკვია. მათი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთი დაკავებულის ბებია "რუსთავი 2"-თან საუბარში ყვება, რომ გარდაცვლილს ნაცნობებმა ტელეფონი წაართვეს, დაალომბარდეს და უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 16 წლის ბიჭს დაემუქრნენ.

ასევე, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ტაქსის მძღოლი, რომლის პირადობის მოწმობითაც გარდაცვლილის მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება მოხდა.

ცნობისთვის, 23 სექტმებრეს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს